დავით მათიკაშვილი – გვარამიას შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაზე: დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს

“კარგია, რომ პროცესებზე ხდება დაკვირვება, თუმცა, დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “მთავარი არხის” დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას.

“ჩვენს პარტნიორებს შევახსენებდი რამდენიმე წლის წინ დასრულებულ პროცესს „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, რომელზეც ასევე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითოეული პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოება ისმენდა არაერთ განცხადებას მიკერძოებაზე, ჩარევაზე და ა.შ. თუმცა, ეს პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში და გაგრძელებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმით დასრულდა, რომ ქართული სასამართლოს წარმოება აღმოჩნდა სრულიად მართალი და ყველა ის განცხადება, აღქმებზე დაფუძნებული შეშფოთება და ა.შ. იყო არაფრისმომცემი, ტყუილი, რადგან ამის უკან არანაირი არგუმენტი არ იდგა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები