ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს! საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში.

“ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს! ეს თარიღი დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის ევროპული იდეის ერთ-ერთი მედროშის – სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში.
დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები. გიდასტურებთ პირადად ჩემს და მთავრობის მხარდაჭერას იმ საქმიანობაში, რომელიც შედეგსა და ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები