ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, თუ საქმე გვაქვს პოზიტიურად დანახულ პროცესთან, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს
“მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ საქმე გვაქვს სამართლიან კრიტერიუმებსა და პოზიტიურად დანახულ პროცესთან, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, საქართველო ყველა მონაცემებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“არის კონკრეტული პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომელთათვისაც მთავარი დღის წესრიგი ეს არის, როგორმე ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ისე, რომ არ დაელოდონ 2024 წლის არჩევნებს და მათთვის ყოველგვარი პოზიტიური გზავნილი, რაც კი შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებით იყოს, ამ მხრივ დამაზიანებელია, რადგან ეს ხალხში რევოლუციური განწყობის ან უკმაყოფილების გაჩენის საბაბს, რა თქმა უნდა, არ იძლევა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.