კელი დეგნანმა ზოოლოგიური ცენტრის ბინადარ დათვებს გოგრა გაუგზავნა

“ცოტა ხნის წინ ელჩმა დეგნანმა პირველად მოინახულა ცხვარიჭამიაში მდებარე ზოოლოგიური ცენტრი, სადაც დაობლებულ და ტყვეობიდან დახსნილ ცხოველებზე ზრუნავენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“იქ გვითხრეს, რომ დათვებს ძალიან უყვართ გოგრა, ამიტომ, ახალშეძენილ მეგობრებს ელჩმა ჰელოუინზე მათი საყვარელი ნუგბარი გაუგზავნა. ამაზე უკეთ ვერ ვიზეიმებდით ამერიკელების საყვარელ დღესასწაულს, რომლის ყველაზე ხშირი სიმბოლოცაა გოგრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები