დავით კაჭარავა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა , კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, დავით კაჭარავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

კომიტეტს დავით კაჭარავას კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ წარედგინა.
კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით კაჭარავას არჩევის საკითხს, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები