“ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძალიან თბილი და მეგობრული კოლეგა – ირაკლი ხახუბია” – პარლამენტის ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა გარდაცვლილი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას ხსოვნას მიაგეს პატივი.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძალიან თბილი და მეგობრული კოლეგა – ირაკლი ხახუბია. მინდა, გთხოვოთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ მის ხსოვნას პატივი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ტრადიციული პოლიტიკური განცხადებები და კანონპროექტების განხილვები არ გაიმართება. ასევე, გადადებულია ხვალინდელ სხდომაზე გათვალისწინებული „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრის მოსმენა.

„ოპოზიციასა და უმრავლესობის ფრაქციასთან გაიმართა კონსულტაციები და ყველა შეთანხმდა, რომ ხვალ ყველა უარს იტყვის პოლიტიკურ განცხადებებზე. სხდომას გავხსნით, შემდეგ დავხურავთ ისე, რომ საკითხების განხილვა და პოლიტიკური განცხადებები არ გვექნება, იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, პატივი მიაგოს ჩვენი კოლეგის ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები