დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას იმთავითვე სურდა, შეექმნა ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანზე იქნებოდა მორგებული

,,რადიკალურ ოპოზიციას იმთავითვე სურდა, შეექმნა ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე იქნებოდა მორგებული და საკუთარი მრუდე დღის წესრიგის რეალიზებას ამ კანონით შეძლებდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“როდესაც გააანალიზეს, რომ არ შეიძლება, ბუნებაში ასეთი კანონი არსებობდეს და ერთადერთი მაგალითი ამისა არის უკრაინული მაგალითი, სადაც რამდენიმე პრინციპით ხდება ოლიგარქად ამა თუ იმ პირის ცნობა და მიხვდნენ, რომ რეალურად ის ეხება ისეთ ადამიანებს, მართლაც ოლიგარქებს, როგორიც მაგალითად არის დავით კეზერაშვილი, იგი მათთვის მიუღებელი გახდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები