ირაკლი ქადაგიშვილი – ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე: ეს ერთობა არის ერთი მიზნის გარშემო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ამ ხელისუფლების პირობებში

“ეს ერთობა არის ერთი მიზნის გარშემო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ამ ხელისუფლების პირობებში. მეტს არაფერს ემსახურება ეს ერთობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “დროას”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი- მეტი თავისუფლებას” შესაძლო გაერთიანების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას რაციონალური წინადადების შეთავაზება რომ შეეძლოთ პარლამენტისა და საზოგადოებისთვის, აქამდე შესთავაზებდნენ.

„მათი შეხედულებები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით მართლაც შესრულების მიზნებს რომ ემსახურებოდეს სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტის სხდომებსა და პარლამენტის მუშაობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. თუკი რამე უკეთესი და რაციონალური შეეძლებოდათ ალბათ, შესთავაზებდნენ ამას პარლამენტსაც და საზოგადოებასაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები