ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩომ, დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია“ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩომ, ჰააგაში დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA)“ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პროფესიონალების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

“29 ოქტომბერს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩომ, ქ. ჰააგაში დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA)“ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი ლიანა ჭუმბურიძე დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პროფესიონალების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

აღსანიშნავია, რომ ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) 2012 წელს დაარსდა. ეს არის ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და პარტნიორობას უწევს საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ არაერთ დაწესებულებას. ის აერთიანებს ქართველ ექიმებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ.

ასოციაცია GIMPHA საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებში იგეგმება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების უფრო მეტად ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სიტემის განვითარებაში. ქ. ჰააგაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მედიკოსმა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც სამედიცინო სასწავლო ცენტრების და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა და სხვა ოფიციალურმა სტუმრებმა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები