GITA-ს მხარდაჭერით, Globalize მორიგკონფერენციას ლონდონში გამართავს

GITA –ს მხარდაჭერით, სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, გლობალაიზი მორიგ კონფერენციას ახლა უკვე ლონდონში გამართავს და თავს მოუყრის სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექქომუნითის, სავაჭრო ორგანიზაციებს და სხვა საჭირო პარტნიორებს, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ევროპის ბაზარზე გაფართოებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას GITA ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენცია 18 ნოემბერს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დასაქართველოს ბანკი ბიზნესისმხარდაჭერით ხორციელდება.

“კონფერენციაზე 35-მდე სპიკერი წარდგება, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ ანტრეპრენერებს, რაც მათ ბრიტანეთის ბაზარზე ადაპტაციას გაუადვილებს. თემები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ევროპის ბაზარზე ექსპანსიის გამოწვევებსა და სირთულეებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, მომავლის ტექნოლოგიებს და მრავალ საინტერესო თემას, რომელსაც ბრიტანეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები და საერთაშორისო სპიკერები გაუზიარებენ.

კონფერენციამდე, 16-17 ნოემბერს, Globalize წარმოდგენილი იქნება ლონდონში დაგეგმილ მასშტაბურ კონფერენციაზე – Going Global, რომელიც ასევე საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის საჭირო რესურსებს აერთიანებს.

17 ნოემბერს, სტარტაპებისთვის დაგეგმილია ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფები, რომელსაც ბრიტანელი მენტორები ჩაატარებენ. აღამოს კი, გაიმართება ინვესტორების მიღება, რომელსაც გლობალაიზი საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროსა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასპინძლობს.

კონფერენციის პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), Sweeft Digital, Sky Logistics, Nexia TA. საინფორმაციო მხარდაჭერას ბიზნეს მედია საქართველო (BMG), Marketer.ge, Entrepreneur და ბიზნეს პარტნიორი უზრუნველყოფენ.

GLOBALIZE არის ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებიან ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში, ხელს უწყობენ მათ ადგილობრივ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. ამ დროისთვის Globalize Community აერთიანებს 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ. Globalize-ს იდეა სიმარტივითა და ხელმისაწვდომობით გამოიხატება, რადგან ის აერთიანებს ყველა საჭირო რესურსს გლობალურ ბაზარზე მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ GLOBALIZE-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ იტანეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.

ეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს”,– ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები