ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს და მისიის წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ შეკირი და სხვ.

„შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებსა და პროგნოზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, დარგის განვითარების მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სიმძლავრეების ამოქმედებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას.

აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერიოდში რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც გამოწვეულია ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით და სტრუქტურული რეფორმებით.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის თანამიმდევრულობას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური სტაბილურობისკენ, ბიზნესის მხარდაჭერისა და ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის გატარებისკენ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები