ირაკლი ქადაგიშვილი: უნგრეთი კარგი ქვეყანა იყო „ნაცმოძრაობისთვის“, როცა იქ სააკაშვილი ან ადეიშვილი ჩადიოდა და ღარიბაშვილი როცა ჩავიდა, უკვე ცუდი გამოდგა?!
უნგრეთი კარგი ქვეყანა იყო „ნაციონალური მოძრაობისათვის“, როდესაც იქ მიხეილ სააკაშვილი ან ადეიშვილი ჩადიოდა და ღარიბაშვილი როცა ჩავიდა ამ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში, უკვე ცუდი გამოდგა?!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერისგან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა და მან მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.
“გზავნილი, რაც მოვისმინეთ, არის მნიშვნელოვანი. მადლობას გადავუხდი უნგრეთის პრემიერმინისტრს, რომელმაც მკაფიოდ და არაორაზროვნად თქვა, თუ როგორ ბოლომდე დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.