ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მთავარ საკითხს იაპონიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი წარმოადგენდა, რომელიც ამ დღეებშია დაგეგმილი. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველო და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე.

„შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იაპონიაში დაგეგმილი ვიზიტი და ამ ვიზიტის თემებსა და პოლიტიკურ გზავნილებზე შეჯერება იყო. განვიხილეთ ასევე სამომავლო საპარლამენტო ურთიერთობები, დავგეგმეთ მომავალი წლისთვის საქართველოსა და იაპონიის პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფების აქტივობები”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები