ირაკლი ზარქუა: საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წევრობასაც, ამაზე მეტყველებს ეს რიცხვებიც და რეიტინგებიც

ახლა რა ვქნათ?! ამ საერთაშორისო რეიტინგებს და ჩვენი ქვეყნის აღიარებებს რა ვუყოთ, ძვირფასო კრიტიკოსებო?!, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსს, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა.

„ახლა რა ვქნათ?! ამ საერთაშორისო რეიტინგებს და ჩვენი ქვეყნის აღიარებებს რა ვუყოთ, ძვირფასო კრიტიკოსებო?! საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წევრობასაც, ამაზე მეტყველებენ ეს რიცხვებიც და რეიტინგებიც“, – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები