ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ალვინ ბოტეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის არსებული ურთიერთობების, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა როგორც საქართველოს და სამხრეთ აფრიკის, ასევე, გლობალურ უსაფრთხოებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ მისი ქვეყნის მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ეს მიდგომა გადახედვას არ დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები