გია ცაგარეიშვილი – ოპოზიციაზე: ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ძირს უთხრიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირს უთხრის.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაა.
“ჩვენ მესამე თვეა, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს. პირობა მივეცით საზოგადოებას, რომ წლის ბოლოსთვის ყველა პუნქტს შევასრულებთ.
ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტში გამოხატავდნენ უმწვავესი ფორმებით თავიანთ კრიტიკულ შეფასებებს ამ პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფების სხდომებზე არ დაბრძანდებიან და დაბრძანდებიან სხვაგან და იქ ძირს უთხრიან ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, რაც, ვფიქრობ, ძალიან ავი სანახავია ყველასთვის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.