კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება

კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რა დროსაც ძმამ და მოკლა, “კვირასთვის” ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

“კვირას” ინფორმაციით, თავდაპირველად, კონფლიქტი ორ ძმას შორის დაიწყო, და კი მათ აშველებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ ქალს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კი, 34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა. შსს-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები