არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

“საქართველოს ევროინტეგრაციას აქვს მხარდაჭერა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„გამოვხატეთ ის ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისგან. გვქონდა საშუალება ჩაგვეტარებინა არაერთი ორმხრივი შეხვედრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის საკითხები განვიხილეთ. საქართველოს ევროინტეგრაციას აქვს მხარდაჭერა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები