ალუდა ღუდუშაური: არჩევანი უნდა გავაკეთოთ სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკისგან დაცლილი იქნება
“არჩევანი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის სახალხო დამცველზე, რომელიც ნეიტრალური, მიუკერძოებელი და პოლიტიკისგან დაცლილი იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქ საუბარი არ არის, რომ ვინმეს კრიტიკა არ შეიძლება, არამედ საუბარია იმაზე, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატები ობიექტურები უნდა იყვნენ.
“ტესტი, ბუნებრივია, გულისხმობს იმას, რომ თავიანთი მსოფლმხედველობით იქნება თუ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ნეიტრალურები იყვნენ. აქ საუბარი არ არის, რომ ვინმეს კრიტიკა არ შეიძლება, არამც და არამც ასე არ არის, მაგრამ ობიექტურები უნდა იყვნენ. მაგალითად, როცა კანდიდატი იძახის, რომ ხმების 70 პროცენტი არჩევნებზე არის გაყალბებული და არსაიდან მოაქვს ეს ციფრი, კითხვა გაჩნდება, რომ თუ ლეგიტიმურად არ მიიჩნევ ორგანოს, მაშინ როგორღა მოხვედი და ითხოვ ლეგიტიმაციას ამ ორგანოსგან”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.