„კინო სკოლაში” – ახალ სეზონს იწყებს

„კინო სკოლაში” ახალ სეზონს იწყებს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
„პროექტის 2022 წლის შემოდგომის სეზონი გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით – ონლაინ და ფიზიკური შეხვედრების სახით.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩა 91 სკოლა, მათ შორის – მაღალმთიანი და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში ჩატარდება ონლაინგაკვეთილები, ფილმების ჩვენებები და დისკუსიები.
24 ოქტომბრიდან მოზარდებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ და გამოიყენონ ეროვნული კინოცენტრის ახალი საერთაშორისო კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა – „ისტორია – კინო – ისტორია”.
პლატფორმის გაცნობის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად დაინტერესებული მასწავლებლებისთვის 12 ოქტომბერს გაიმართა ვებინარი“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები