არჩილ თალაკვაძე: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო აკეთებს მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

“საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრებში კონსენსუსია, რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოება და მშვიდობაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ევროკავშირისთვის, დასავლეთისთვის, ვინაიდან საქართველო და ნებისმიერი მეგობარი ქვეყანა მაშინ შეძლებს ეფექტურად უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარებას, როდესაც უსაფრთხოება დაცული ექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად მაქსიმუმს აკეთებს.

„ყირიმის სამიტის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ იმ რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებები, რომელსაც დისონანსი შეაქვს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში და რომელიც რეალურად დამაზიანებელია იმ ისტორიული მეგობრობის, რაც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს, რეალურად არ გამოხატავს უკრაინის ფართო საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ასეთივე განწყობა აქვთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებსაც პარლამენტიდან, ვისთანაც ჩვენ ძირითად და პრინციპულ საკითხებზე არანაირი დისკუსია არ გვქონია. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო აკეთებს მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრებში არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოება და მშვიდობაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დასავლეთისთვის, ვინაიდან საქართველოც და ნებისმიერი მეგობარი ქვეყანა მაშინ შეძლებს ეფექტურად უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარებას, როდესაც ექნება მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები