ქვიშხეთში სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს
ქვიშხეთში ხანგრძლივი წვიმის შედეგად დაზიანებულ სახლებში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხაშურის რაიონში რთული მდგომარეობაა. ღვარცოფის შედეგად სახლებში 1 მეტრამდე წყალი დგას, დანგრეულია პირუტყვის სადგომები, დახოცილია შინაური ფრინველები და განადგურებულია მოსავალი. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ.