კადიროვმა რუსეთის დაბომბვაზე მოსკოვის პასუხს “სუსტი” უწოდა და უკრაინის ქალაქების “მიწასთან გასწორების” მოწოდებით გამოვიდა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა რუსეთის რეგიონების დაბომბვაზე გაცემული პასუხები „სუსტი” უწოდა და უკმაყოფილება გამოთქვა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას ვაწარმოებთ, მაგრამ უკვე ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ამით ძალიან უკმაყოფილო ვარ”, – დაწერა მან.
კადიროვის თქმით, რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის საპასუხოდ, უკრაინის ქალაქები “მიწასთან უნდა გავასწოროთ”.
“საომარი მდგომარეობა გამოცხადებული გვაქვს. მაგრამ უკრაინელები არ ერიდებიან, ისვრიან. ასე ვპასუხობთ, ჩემი აზრით, სუსტად ვპასუხობთ. თუ ჩვენ რეგიონზე ჭურვი ჩამოვარდა, ქალაქები მიწასთან უნდა გავასწოროთ. უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი მიმართულებით სროლა არც კი გაიფიქრონ”, – ამბობს კადიროვი.
მისი აზრით, უკრაინული ქალაქები “მიწასთან გასწორების” დროს დასავლეთის რეაქციაზე ნერვიულობა საჭირო არ არის.
„რაც შესაძლებელი იყო, უკვე მოხდა.მეტი, უარესი – აღარ მოხდება“, – განაცხადა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.