აზერბაიჯანი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის
აზერბაიჯანი თავდაცვის ხარჯებს ზრდის.
ამის შესახებ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამი, რომელიც მილი მეჯლისში (პარლამენტში) შევიდა.
აღინიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მიზნებისთვის 5,3 მილიარდი მანათია გათვალისწინებული, რაც 2021 წელთან შედარებით 17,1 პროცენტით მეტი.