ალუდა ღუდუშაური: როგორც ჩანს, მოსამართლეების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მათ ინტერესს უკეთ წარმოადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვრიტიშვილი და მურუსიძე

“როგორც ჩანს, მოსამართლეების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მათ ინტერესს უკეთ წარმოადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბატონი გვრიტიშვილი და ბატონი მურუსიძე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოა და მოსამართლეებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი.

“თუ ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი და იყოს ობიექტური, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ გარედან უკარნახოს კონკრეტულ მოსამართლეს, ვინ უნდა იყოს მისი წარმომადგენელი ისეთ ორგანოში, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაბამისად, ეს არის დამოუკიდებელი შტო და უნდა მივცეთ საშუალება, რომ თვითონ გადაწყვიტონ მოსამართლეებმა, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი. როგორც ჩანს, მოსამართლეების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მათ ინტერესს უკეთ წარმოადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბატონი გვრიტიშვილი და ბატონი მურუსიძე”, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი: ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები