„მუშკეტერის თბილისი“ – ფრანგული კინოკლუბი ბრუნდება

25 ოქტომბერს, 19 საათსა და 30 წუთზე,  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ახალ შენობაში (ჩახრუხაძის I შესახვევი №4), ფრანგული კინოკლუბის ფარგლებში ფილმის – „მუშკეტერის თბილისის“ ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022 წელი დიდი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას დაბადების 220 და საქართველოში მოგზაურობის 165 წლისთავით აღინიშნება. ამ გამორჩეული თარიღების აღსანიშნავად, ხსენებული კინოჩვენება, პანდემიის შემდეგ, პირველად ტარდება.
ფილმში მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე ასრულებს.
ფილმის რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად დაესწრება ჩვენებას და დამსწრე საზოგადოებას შეუძლია კითხვებიც დაუსვას მას.
ფილმი ნაჩვენები იქნება ქართულად ინგლისური სუბტიტრებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები