ხაშურში ეპიდემიას ებრძვიან – გარდაიცვალა 3 ადამიანი
ხაშურის რაიონში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდემიაა. ოფიციალურად 12 შემთხვევა დადასტურდა. ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები სჭარბობენ, რომლებსაც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან აქტიური შეხება აქვთ.
შექმნილ მდგომარეობას ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ.
“იმდენად რთულია ხაშურში მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ბოლო პერიოდში 12 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. სულ საქართველოში 15 ფაქტია დაფიქსირებული, აქედან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ხაშურზე მოდის, ბუნებრივია, შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
გასული საუკუნის 40-იან წლებში ყირიმში აღმოჩენილი ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ინფექციაა და ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება.
მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, სისხლჩაქცევები, – ეს ის კლინიკური ნიშნებია, რაც ყირიმ-კონგოს ცხელებას ახლავს.