ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი გახდა

რიში სუნაკი დიდ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდა.

მანამდე, საკუთარი კანდიდატურა პენი მორდონტმა მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სუნაკი ქვეყნის მთავრობას უხელმძღვანელებს.

როგორც მორდონტის განცხადებაშია ნათქვამი,  “კოლეგები მიიჩნევენ, რომ დღეს ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება. მათ გადაწყვეტილება კეთილსინდისიერად მიიღეს ქვეყნის სასიკეთოდ. შედეგად, ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი მომავალი პრემიერმინისტრი. ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენი პარტიის მრავალფეროვნებას და ნიჭს“.

თემთა პალატის ლიდერმა თქვა, რომ სუნაკს მისი “სრული მხარდაჭერა”აქვს და რომ დადგა “გაერთიანების დრო, ერის სასიკეთოდ. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”.

პენი მორდონტის გასვლა, რომელიც ვერ აგროვებდა საჭირო 100-ზე მეტ ხმას, მაშინ, როდესაც სუნაკს უკვე ჰქონდა 200-ზე მეტ ხმიანი მხარდაჭერა, ნიშნავს, რომ სუნაკი ბრიტანეთის მთავრობას სათავეში პარასკევიდან ჩაუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები