ამირან სალუქვაძე – ალიევის ვიზიტზე: დღევანდელ ადუღებულ მსოფლიოში აქტიური სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის წარმოება, სანდო და მეგობრული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება სამეზობლოში მნიშვნელოვანია

დღეს თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩამოდის. კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი ვიზიტია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე წერს.

“დღეს თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩამოდის. კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი ვიზიტია.
ერთ ნიუანსს გავუსვამ ხაზს. ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო. მანამდე, იმავე წელს, ივნისში, ღარიბაშვილი იყო ვიზიტით ბაქოში. ასევე, გავიხსენებ ღარიბაშვილის ვიზიტს ანკარაში, მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის (ტყვეების და რუკების გაცვლა) და სხვა.
დღევანდელ ადუღებულ მსოფლიოში, აქტიური სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის წარმოება, სანდო და მეგობრული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება სამეზობლოში, მნიშვნელოვანია”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები