„ფიგაროს ქორწინების“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

27 და 28 ოქტომბერს, 20 საათზე, თბილისის კოტე მარჯანიშვილის თეატრში, „ფიგაროს ქორწინების“ პრემიერა გაიმართება, პიერ ბომარშეს კომედიის მიხედვით.
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლის რეჟისორები არიან: ლევან წულაძე და თემო კუპრავა; სცენოგრაფი – ლევან წულაძე; კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე;  მუსიკალური გამფორმებული – ზურა გაგლოშვილი; ქორეოგრაფი – თინათინ წულაძე; ვიდეოინსტალაცია დავით დვალიშვილი; რეჟისორის ასისტენტები – ნინო კალანდაძე და ნინო ჟორჟოლიანი.
მონაწილეობენ: ნიკა კუჭავა, ლელა მებურიშვილი/ანა ვასაძე, პაატა პაპუაშვილი, ანუკა გრიგოლია, მანანა კოზაკოვა, ონისე ონიანი, ლიზი კოტრიკაძე, გიორგი კიკნაძე, ზურა ბერიკაშვილი, ჯაბა კილაძე, როლანდ ოქროპირიძე, მარიამ ცქიფურიშვილი, ანა ინგოროყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები