ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის – „ფიგაროს ქორწინების“ პრემიერა გაიმართება

24 ოქტომბერს, 19 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, თბილისის კოტე მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის „ფიგაროს ქორწინებას“ პრემიერა გაიმართება, პიერ ბომარშეს კომედიის მიხედვით.
სპექტაკლის რეჟისორები არიან: ლევან წულაძე და თემო კუპრავა; სცენოგრაფია – ლევან წულაძის;
კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე;  მუსიკალური გამფორმებული – ზურა გაგლოშვილი;
ქორეოგრაფი – თინათინ წულაძე; ვიდეოინსტალაცია დავით დვალიშვილი;
რეჟისორის ასისტენტები – ნინო კალანდაძე და ნინო ჟორჟლიანი.
მონაწილეობენ: ნიკა კუჭავა, ლელა მებურიშვილი/ანა ვასაძე, პაატა პაპუაშვილი, ანუკა გრიგოლია, მანანა კოზაკოვა, ონისე ონიანი, ლიზი კოტრიკაძე, გიორგი კიკნაძე, ზურა ბერიკაშვილი, ჯაბა კილაძე, როლანდ ოქროპირიძე, მარიამ ცქიფურიშვილი, ანა ინგოროყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები