ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე „ალმა“ ნომინანტთა სია გამოცხადდა
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე „ალმა“ ნომინანტთა სია გამოცხადდა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წელს საქართველოდან წარდგენილი არიან: საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე, ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე და ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა.
„ალმა” ყოველწლიური პრემიაა, რომელიც გადაეცემა საბავშვო მწერალს, ილუსტრატორს ან ორგანიზაციებსა და მთხრობელებს საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის გაწეული წვლილისთვის.
მწერალთა სახლმა პრემია „ალმაზე“ ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა.