საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა – შსს სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „პრობლემურ მონაკვეთებზე“ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას, მათი სახეობებსა და მიზეზებს აქვეყნებს. სამინისტროს ცნობით, 2013-2014 წ.წ. 6 თვეში “პრობლემურ მონაკვეთებზე” დაფიქსირდა 1090 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მათ შორის დაიღუპა – 157, დაშავდა – 1953 პირი. 2013 წ. 6 თვეში 523 ფაქტი, აქედან დაიღუპა – 87, დაშავდა – 947 და 2014 წ. 6 თვეში 567 ფაქტი, დაიღუპა – 70, დაშავდა – 1006.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეობებიდან (“პრობლემურ მონაკვეთებზე”) რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა შეჯახება მსუბუქ ავტომანქანაზე – 552, მეორეზე – შეჯახება დაბრკოლებაზე (165), ხოლო ბოლო ადგილს 6 შემთხვევით იკავებს შეჯახება ველოსიპედისტზე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზებიდან (“პრობლემურ მონაკვეთებზე”) პირველ ადგილზეა მანევრირების წესების დარღვევა – 300, მეორეზე – დაუდგენელი მიზეზი (263) და ყველაზე ცოტა ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 1.