ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” ანსამბლ “რუსთავის” კონცერტით დაიხურა.

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ  “რუსთავის”  მომღერლებმა კონცერტი ანსამბლის დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილი წარმოშობით გურიიდან იყო და მომღერლებმა რეპერტუარი შეგნებულად  გურული პოლიფონიური სიმღერების საუკეთესო მუისიკალური ნომრებით შეადგინეს.

კონცერტზე „რუსთავის“ მომღერლებმა თავად ანზორ ერქომაიშილის მიერ შექმნილი სიმღერებიც შეასრულეს.

გარდა ამისა, კონცერტზე წიგნის “ანზორ ერქომაიშვილი – სამადლობელი” პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც 4 CD დისკი ახლავს, სადაც ჩაწერილია   ანზორ ერქომაიშვილის მიერ შესრულებული სიმღერები, რომელსაც წლების განმავლობაში  ანსამბლ “რუსთავის” სხვადასხვა თაობის მომღერლებთან ერთად ასრულებდა. წიგნის შემდგენელი ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილია.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები