უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლუგანსკში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილია.
კიდევ ერთი ქართველი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილია.
“უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ და განხორციელდება საჭირო პროცედურები მათ გადმოსასვენებლად”, – განუცხადეს “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.