კულება მსოფლიოს პარლამენტებს მოუწოდებს, ჰოლოდომორი გენოციდად იყოს აღიარებული
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ მოუწოდა მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებს, ჰოლოდომორი გენოციდად იყოს აღიარებული.
ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.
“მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს პარლამენტს, მხარი დაუჭირონ უკრაინას სტალინის მიერ 1932-1933 წლებში მომხდარი ხელოვნური შიმშილის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებით. ნოემბერში ამ მოვლენიდან 90 წელი იქნება გასული”, – განაცხადა კულებამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი აღიარება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რუსეთი უკრაინელი ხალხის მორიგ გენოციდს ახორციელებს.