პრემიერი: ქონებადაკარგული მოქალაქეების ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა
პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქონებადაკარგული მოქალაქეების ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო ამ ადამიანების უფლებების აღდგენისთვის 24 საათი მუშაობს და პროკურატურამ აღნიშნულ საქმეებზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა.
„მინდა იმ მოქალაქეებს განვუმარტო, რომელთა უფლებები უხეშად, ძალადობით და სისტემატიურად ირღვეოდა, რომ ჩვენ, სახელმწიფო, მათი უფლებების აღდგენისთვის 24 საათი ვზრუნავთ. პროკურატურამ პრაქტიკულად დაასრულა აღნიშნულ სააქმეებზე მუშაობა. მათი საქმეების შესწავლა ბოლო ეტაპზეა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შევატყობინებთ მოსახლეობას, თუ რა ბედი ეწევათ იმ მოქალაქეებს, ვინც ქონება, ბიზნესი და სიცოცხლე დაკარგეს. სახელმწიფო ვალდებულია, ამ ათასობით მოქალაქეს პასუხი გასცეს და ჩვენი ვალია, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და ეს ასეც იქნება. ყველა დანაშაულს თავისი სახელი დაერქმევა და ჭეშმარიტება სამუდამოდ დადგინდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.