პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: სპეკულაცია და დეზინფორმაციაა, როცა ამბობთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ უნდა ევროპაში ინტეგრაცია

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარ ეროვნულ ამოცანას, ეროვნულ მისიას წარმოადგენს, რომ  საქართველომ პირველ ეტაპზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ევროკავშირი საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს უსაფრთხოებას, მშვიდობას და კეთილდღეობას, ერთად აღებულს. სპეკულაცია და დეზინფორმაციაა, როცა ამბობთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ უნდა ევროპაში ინტეგრაცია“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუკი უმრავლესობა ისეთ ცვლილებებს შემოიტანს, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება, მისი პოლიტიკური ძალა მზად არის მხარი დაუჭიროს მათ.

„ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მიწევს გამოსვლა აქ. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ საქართველოს ასეთი ისტორიული შანსი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არ ჰქონია. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარ ეროვნულ ამოცანას, ეროვნულ მისიას წარმოადგენს – საქართველომ პირველ ეტაპზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვისაც არ უნდა დავაბრალოთ, გინდ ოპოზიციას, გინდ დასავლელ პარტნიორებს და ათასი მიზეზი ვეძებოთ, ისტორიის წინაშე იცოდეთ, რომ დღეს რომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის თქვენი „დამსახურება“. თუ მომავალშიც ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს, იქნება თქვენი „დამსახურება“, რადგან არც ერთ შემთხვევაში ოპოზიციას არ შეუძლია რეალურად ხელი შეუშალოს ამ პროცესს“, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები