გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობას“ პრეტენზიები აქვს საგარეო პოლიტიკაზე, ასეთი მნიშვნელოვანი მოხსენებაა ამ მიმართულებით და არცერთი მათგანი არ ესწრება

“ნაციონალურ მოძრაობას“ პრეტენზიები აქვს საგარეო პოლიტიკაზე, გადავხედოთ, ამ ფრაქციიდან რამდენი კაცია დარბაზში, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას ფრაქციის მხოლოდ ორი წევრი ესწრება.

„მათი კორიფეები, ვინც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ, აქ არიან წარმოდგენილნი?- ცარიელია ყველა ადგილი. მერე კიდევ პრეტენზიები აქვთ, საზედამხედველო ფუნქციებს პარლამენტი როგორ ახორციელებსო. ასეთი მნიშვნელოვანი მოხსენებაა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და არც ერთი მათგანი არ ესწრება, ბატონი რომანის და ბატონი როსტომ ჩხეიძის გარდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები