გივი თარგამაძე გირგვლიანის საქმეს “თხამ შეჭამა ვენახს” ადარებს
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე გამოეხმაურა.
„როგორც ჩანს, ჩაერთო ამ „თხამ შეჭამა ვენახი“-ს ჯაჭვში ერთ-ერთ რგოლად, რომ ვიღაცამ უთხრა რაღაც, მერე იმან უთხრა ვიღაცას რაღაც, იმან ვიღაცას რაღაც. რა თქმა უნდა, ეს თხრობითი ფორმის ბრალები არავისთვისაა მისაღები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მას ექნება რაღაც მიღებული, თუ ის ვაჭრობდა, როგორც თვითონ ამბობს, სააკაშვილთან ან ვანო მერაბიშვილთან რაღაც პირობებზე, ივაჭრებდა ამათთანაც“, – აცხადებს თარგამაძე.