მაია ბითაძე: ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, მაქსიმალური ძალისხმევა იდება, რომ ხარისხიანი მასალები იყოს გამოყენებული და ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიდოს
ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, იქნება ეს თბილისის მერია, ბათუმის, სხვა მუნიციპალიტეტისა თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმაში, რომ ხარისხიანი მასალები იყოს გამოყენებული და საბოლოო ჯამში ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიდოს, რადგან უხარისხოს გამოცდილება აქვს ამ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოხდება შადრევნების გადამოწმება.
„რა კითხვებიც დღეს გამოძიებამ გამოავლინა ეს კითხვები გაუჩნდა მერიასაც და შესაბამისად, მოხდება სწორედ ამ კომპანიის მიერ დაექსპერტებული ობიექტების რევიზია. თუ შადრევნებთან დაკავშირებით არის რამე კითხვები, ამ პერიოდში შადრევნები უკვე ისედაც ითიშება და ბუნებრივია, მათი გადამოწმებაც მოხდება. ვაკის პარკში მომხდარზე, ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ აქ არის მექანიკური დაზიანება ჩაბარების შემდგომ და თანდართული პრობლემა რელესთან მიმართებით, რამაც მექანიკური დაზიანების დროს დენი არ გამორთო“, – განაცხადა მაია ბითაძემ.