ირაკლი ხმალაძე – ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე: მივიჩნევ, რომ მერიის ფარგლებში ეს პასუხისმგებლობა აღარ უნდა გაიზარდოს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის ფარგლებში პასუხისმგებლობა აღარ უნდა გაიზარდოს.

როგორც მან „ღამის კურიერში“ განაცხადა, მერიის არც ერთ თანამშრომელს კვალიფიკაციაც კი არ გააჩნია, რომ რომელიმე საჯარო ინფრასტრუქტურაზე რაიმე ხელით კონტაქტი მოახდინოს.

„გამოძიება რას გამოარკვევს კიდევ და რა დადგინდება, არავინ არ ვიცით, შეუძლებელია რამის გამორიცხვა. პირადად მე, ირაკლი ხმალაძე არა როგორც ვიცე-მერი და თბილისის მერიის წარმომადგენელი მივიჩნევ, რომ მერიის ფარგლებში ეს პასუხისმგებლობა აღარ უნდა გაიზარდოს იმიტომ, რომ ეს ბოლო უკანასკნელი დღეები მთლიანად დავხარჯე იმაში, რომ ეს საქმე მთლიანად შემესწავლა. მე მგონია, რომ არც რჩება კითხვები მერიის მიმართ. კიდევ ვიმეორებ, მერია არის დამგეგმავი, დამკვეთი და დამფინანსებელი ორგანიზაცია. არც ერთ მერიის თანამშრომელს კვალიფიკაციაც კი არ გააჩნია, რომ რაიმე ხელით კონტაქტი მოახდინოს რომელიმე საჯარო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ოფისიდან მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები