იაგო ხვიჩია: ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ

„ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, ლოგიკურად, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ, მაგრამ იმედი მაქვს-თქო, ხმამაღალი ნათქვამი იქნება”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის პოსტზე დამატებით 19 კანდიდატის დასახელება მისთვის დამატებითი შანსია, კოლეგებს საკუთარი უპირატესობა დაანახოს.

“19 კანდიდატის დასახელება არის დამატებითი შანსი, რომ 19 კანდიდატთან მიმართებით ჩემი უპირატესობა წარმოვაჩინო და ჩემს კოლეგებს უკეთ დავანახო ყველაფერი, 19-ჯერ გადავამეორებინო გაკვეთილი. 19-ჯერ რომ გადაიმეორებენ, უფრო მეტი შანსი იქნება, სახალხო დამცველად ამირჩიონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამასთან, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტში წარადგინონ 19-ვე კანდიდატი და ამის შესაძლებლობას იძლევა რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები