თეა წულუკიანი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის გვარი ვითომდა პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის გაპარებული

მიხეილ სააკაშვილის გვარი ვითომდა პოლიტპატიმარი თუ პოლიტიკური შეფერილობის პატიმარი, ასე მოხვდა რეზოლუციაში, რასაკვირველია, ეს არის გაპარებული, ასე ვთქვათ, ჩანამატი, რომელიც მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ამგვარი ტიპის რეზოლუციით, საქართველოს ინტერესები არ ზიანდება.

“უბრალოდ, ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესი არ არის მთავარი და მათთვის მათივე ყოფილი ბელადის გვარი სახელი მთავარი ინტერესი იყო და არის დღესაც. ეს დასანანია, თუმცა, მე მინდა, ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამგვარი ტიპის რეზოლუციით, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის ინტერესი არავითარ შემთხვევაში არ ზიანდება. როდესაც ასეულობით დეპუტატი უყრის რეზოლუციას კენჭს და შენ დროს იხელთებ, როდესაც რამდენიმე დეპუტატია შემორჩენილი დარბაზში და ამ დროს ჩააწერინებ პატივცემულ ასამბლეას სააკაშვილის გვარს რეზოლუციაში, რასაკვირველია, ეს არის მორიგ ჯერზე ნიღბის ჩამოხსნა მათთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები