ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ აზარაშვილმა და ენრიკო ვალვომ ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ, საერთო პროექტებზე ისაუბრეს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ელჩს სფეროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების ხედვები გააცნო. თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ, ზურაბ აზარაშვილს, იტალიაში, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც