პრემიერსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

  საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ქვეყნისა და თურქი ხალხის საკეთილდღეოდ წარმატებები უსურვა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სატელეფონო საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. საუბარი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის უახლოეს მომავალში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები