დავით ზილფიმიანმა “ევროპელი სოციალისტები“ დატოვა
დავით ზილფიმიანმა “ევროპელი სოციალისტები“ დატოვა.
როგორც ზილფიმიანი სოციალურ ქსელში წერს, პარტიიდან გასვლა ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვითაა განპირობებული.
“ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან ჩემი გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა – რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით.
ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს”, – წერს ზილფიმიანი.