ლიმანში 5 ბავშვის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში უკრაინელი სამართალდამცავების მიერ 5 ბავშვის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, პოლიციამ საფლავებიდან 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონების, 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭების ცხედრები ამოიღეს. მათგან ყველაზე უმცროსი გოგონები  დები არიან.

“სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ, ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ გამომძიებლებმა 4 ბავშვის ცხედარი მასობრივ საფლავში იპოვეს, ერთი ბავშვი კი დედამ საკუთარ ეზოში დამარხა.

„წინასწარ დადგენილია, რომ ყველა დაიღუპა რუსული დაბომბვის შედეგად მიყენებული ნამსხვრევებით“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები