უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტერორი და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა რუსეთისთვის ბრძოლის ველზე არაფერს შეცვლის.
ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა.
“უკრაინა ოკუპანტების დაბომბვის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით – ატერორებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. მიკოლაევში მტერმა ს-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. არის მსხვერპლი. ასევე, იყო დარტყმა ყვავილების ბაზარზე, წაბლის სკვერზე. საინტერესოა, ვის ებრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ სრულიად მშვიდობიან ობიექტებზე?
ტერორისტული სახელმწიფო ასეთი ქმედებებით თავისთვის ვერაფერს შეცვლის. ის მხოლოდ დაადასტურებს საკუთარ დამღუპველ და მკვლელ არსს, რაზეც პასუხს აუცილებლად აგებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.