პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპის მოჭადრაკეთა გაერთიანებამ ღირსეული ხელმძღვანელი შეიძინა.
„გულითადად გილოცავთ ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ამ წარმატებას ვულოცავ ასევე ყველა ქართველ მოჭადრაკეს, დიდი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ჩვენს მოქალაქეებს, სპორტის ამ ულამაზესი სახეობის ევროპელ გულშემატკივრებს. ამ არჩევნებით ევროპის მოჭადრაკეთა გაერთიანებამ ღირსეული ხელმძღვანელი შეიძინა. ესოდენ მაღალი პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა თქვენი დიდი შრომით და საქმის სიყვარულით დაიმსახურეთ. მჯერა, რომ თქვენი ძალისხმევა ნაყოფიერი იქნება საქართველოსა და ევროპაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის. კვლავ მრავალ წარმატებას, ჯანმრთელობასა და ბდნიერებას გისურვებთ,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.